მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება,ჩვენ უფრო ძლიერ მომავალს შევქმნით – ირაკლი კობახიძე

14
spot_img

არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას შეუძლია ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის; ეს არის პროგრესისადმი ერთგულება. სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.