2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

9
spot_img

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ კვლავინდებურად 53%-ი მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.