ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას – შალვა პაპუაშვილი

8
spot_img

ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი, აქვეყნებს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ერიკ ოტოსონის ვიდეოს.

„ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან – შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება.

შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია“, – წერს პაპუაშვილი.