მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

34
spot_img

მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ოფიციალურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. “ბორჯღალოსნები” მეტოქეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 40-7 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნინიაშვილი დასახელდა.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. “ბორჯღალოსნები” თებერვლის სანაკრებო პაუზაზე კიდევ ერთ მატჩს გამართავენ. რიჩარდ კოკერილის გუნდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 16-ჯერ აქვს მოგებული. ჩვენი გუნდი ამ ტიტულის მოგებას ზედიზედ მერვედ შეეცდება.