![39](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/39.jpg)
პარტია “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს, 12 მანდატს კი არ თმობს. გიორგი გახარიას პარტიაში ამას თავისებურად ხსნიან, თუმცა, ბარიერგადალახულ დანარჩენ 3 პარტიაში ეჭვები გაუმძაფრდათ. ხელისუფლების ოპონენტები გიორგი გახარიასგან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ფარულ ხელშეწყობის ნიშნებს ხედავენ.
“ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ირიბად მაინც “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის აღიარებას, ან სხვა პირების მიერ ამის გამოყენებას შემდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდისათვის, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს და აზიანებს ერთობას,” – აცხადებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, ლანა გალდავა.