“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ჩვენი იქ ყოფნით ლეგიტიმაციას არ შევძენდით – ეს შესრულებულია,” – ასე პასუხობს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას გუნდს საპარლამენტო მანდატების დათმობა არ სურს.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია “საქართველოსთვის” იღებს და მასზე გავლენას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ მოახდენენ.
ლეგიტიმაციის საკითხი დახურულია, რადგან არალეგიტიმურია ეს პარლამენტი სახლშიც და გარეთაც. ის, რომ ჩვენ ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, ჩვენი გადაწყვეტილება არის ჩვენი და მასზე გავლენას ვერც “ქართული ოცნება” და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” ვერ მოახდენს, ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.