ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კაია კალასი და მარტა კოსი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება.
ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებულები და უზრუნველყონ დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ევროპელი ლიდერების განცხადება ორმაგი სტანდარტია.
“ქალბატონი კალასისა და ევროპელი ბიუროკრატების განცხადება, ორმაგი სტანდარტია. თან არალეგიტიმურად გვაცხადებენ, თან ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებდი, რომ ჩვენი ურთიერთობის ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდნენ. ჩვენ გვინდა სამართლიანი ევროპა, სადაც ჩვენი ღირსეული ადგილი გვექნება და არა ასე – ორმაგი სტრანდარტებით,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი სოსიაშვილი.