პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით რამდენიმე მუხლის გარეშე მიიღო.
როგორც კენჭისყრის წინ მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, ადამიანის უფლებების ჭრილში მეტი გარანტიებისა და რიგი პროცედურული საკითხების უკეთ დაზუსტების მიზნით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართებოდა.
გადადებული მუხლებზე პოზიციების შეჯერება კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, რომელიც პარლამენტში დღევე გაიმართება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მას მესამე მოსმენით დღესვე დაამტკიცებენ.