სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი -გურამ მაჭარაშვილი

51
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „The Hill-ის“ სტატიის ჩასწორებაზე საუბრისას.

„ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწორ-ჩამოასწოროს განცხადებები, ის ისტორიაში მაინც დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი. განცხადებებში პირდაპირ ამბობდა და ამბობს, რომ მისი პატრონები არიან უცხოეთში და მას ლეგიტიმაცია აქვს უცხოეთიდან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა.

თავდაპირველ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ზურაბიშვილის გზავნილია, „აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.

ჩასწორებულ ტექსტში კი აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ აშშ-მა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი““.