დღეს პლანეტების აღლუმია – სად და როგორ შეიძლება ვუყუროთ ამ მოვლენას

33
spot_img

ასტროფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი პლანეტების აღლუმის შესახებ წერს.

„ამ ბოლო დღეებში საკმაოდ საინტერესო ასტრონომიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. (მაქსიმუმი – დღეს 25 იანვარს)ამ მოვლენას პლანეტების აღლუმი ჰქვია. პლანეტები ხილულად ერთ ხაზზე განლაგდებიან. 

თუმცა, დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ხდება – ყველა დიდი პლანეტა ერთდროულად იქნება ჰორიზონტს ზევით. პლანეტების აღლუმი უბრალოდ ვიზუალური მოვლენაა, თვითონ პლანეტები ძალიან შორი-შორს არიან ერთმანეთისაგან და ჩვენგანაც.უბრალოდ დღეს (თეორიულად) შეგვიძლია დავინახოთ ყველა პლანეტა. თეორიულად იმიტომ რომ,  მერკური მზეზე ადრე ჩადის ნეპტუნის დანახვას ტელესკოპი სჭირდება ურანი ძალიან სუსტი ვარსკვლავივით ჩანს, მისი თვალით დასანახად ძალიან კარგი ბნელი ცა არის საჭირო.

(თბილისი გამორიცხულია, რა თქმა უნდა).სამაგიეროდ სხვა დანარჩენები ძალიან კარგად ჩანს და შეგიძლიათ დატკბეთ. ვენერა საღამოს დასავლეთის ცაზე კაშკაშა ნათურასავით ანათებს. იქვე არის შედარებით სუსტი (ვიზუალურად) სატურნი. მთელი ღამის განმავლობაში მაღლა ცაში ჩანს იუპიტერი და შედარებით დაბლა წითელი მარსი.თუ ამ ყველაფერს შეხედავთ, არ დაგავიწყდეთ, ორიონის თანავარსკვლავედით და სირიუსით ტკბობაც.აქვე დავამატებ მანძილებს ამ პლანეტებამდე:მერკური 209 მლ.კმვენერა 85 მლ.კმმარსი 99 მლ.კმ.იუპიტერი 666 მლ.კმსატურნი 1547 მლ.კმ.ურანი 2876 მლ.კმ.ნეპტუნი 4561 მლ.კმ.პირველ ფოტოზე ჩანს განლაგება მზის ჩასვლამდე. თბილისის დროით 17 საათი. (მზე ხელოვნურად დაბნელებულია.) მომენტი, როდესაც მერკური ჩადის, ხოლო მარსი ამოდის.“ – წერს გიორგი ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.