,,რუსეთის ფედერაციას შეერთებულ შტატებთან კონტაქტებზე არასოდეს უთქვამს უარი”-  ვლადიმერ პუტინი

19
spot_img

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას შეერთებულ შტატებთან კონტაქტებზე არასოდეს უთქვამს უარი. 

პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა უარი რუსეთთან კონტაქტებზე და ეს რუსეთის ბრალი არ არის. 

„მართლაც, ამ საკითხზე აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბევრი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი აშშ-სთან კონტაქტებზე. ჩვენი ბრალი არ არის, ის რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა უარი“, – აღნიშნა პუტინმა ტელეკომპანია Rossiya 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ინფორმაციისთვის, 2021 წელს ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. კრემლის ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ მასთან ერთად განიხილა პატიმრების გაცვლის თემა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში კომპრომისების პოვნა შესაძლებელია.

ბაიდენსა და პუტინს ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის 12 თებერვალს ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 

ამასთან, 24 იანვარს, კრემლის