უკრაინა რუსეთთან შეთანხმებისთვის მზადაა-დონალდ ტრამპი

88
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზადაა.

მოდერატორის შეკითხვაზე, მომავალ წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამართვის დროს უკვე იქნება თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული, ტრამპმა უპასუხა: „თქვენ ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ. უკრაინა შეთანხმებისთვის მზადაა“.

მან აგრეთვე დაამატა, რომ ომი უკრაინაში არასდროს უნდა დაწყებულიყო. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, სამხედრო კონფლიქტი არ დაიწყებოდა.