აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები -დონალდ ტრამპი

17
spot_img

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს.

„ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც.

„აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.