მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ ჩვენ გვქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაში იქნება, მე თანამშრომლობას მოველი“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე.
„მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული ინტერესია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა“, – დასძინა მან.