ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც მას უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას და პრორუსულ პოზიციას აწვდიან

43
J
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც მას უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას და პრორუსულ პოზიციას აწვდიან.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას დონალდ ტრამპთან ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვს დამყარებული.

„ზედმეტი ხმები, რომლებიც ზოგჯერ ტრამპის გარშემო არიან, დეზინფორმაციულ ან პრორუსულ პოზიციას აწვდიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ხმამაღალი, რომ მისი ხმა ისმოდეს, რომ დონალდ ტრამპის გარშემო იყოს მეტი ხმა იმისთვის, რომ მან მკაფიოდ გააცნობიეროს დეტალები და რისკები, რომლებიც შესაძლოა, იყოს მომავალში, თანაც ძალიან მალე. ტრამპმა მითხრა მე და შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ომი ამ წელს დაამთავროს. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ მისი პარტნიორი ვართ. ომი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ ვიცით ყველა მტკივნეული ადგილი. ჩვენ გვესმის, რამდენად მტკივნეულია ეს ჩვენთვის. ჩვენ ვკარგავდით ჩვენს ხალხს. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკარგია. ჩვენ ამ ომის მიმდინარე წელს დასრულება გვინდა, თუმცა არა მხოლოდ სიტყვით „სწრაფად“, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანად, საიმედოდ ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, რომ მათ შეძლონ სახლებში დაბრუნება, უსაფრთხოდ ცხოვრება და მუშაობა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.