მაშინ როდესაც ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყო მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას.
„მინიმუმ ოთხი-ხუთი ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუ როგორ ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა, პიროტექნიკის სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შტურმი პარლამენტზე და ეს ყველა შემთხვევაში დამწყები რადიკალური ოპოზიციის ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციას დაეწყო ზოგადად მოქმედება, თუკი არის მშვიდობიანი აქცია და როდესაც ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის იმ პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაიწერა სწორედ მაშინ, როდესაც სქართველომ უარი ვუთხარით მეორე ფრონტის გახსნაზე უცხოურ ძალას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.