ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრზე აკმარალ ალნაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.