კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ. პროცესს თავად გვარამია არ ესწრებოდა.