ნიუ იორკის მეტროში უცნობმა მამაკაცმა ერთ-ერთ მგზავრს ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
„სიენენის“ ცნობით, შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით 07:30 საათისთვის მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე სხვა მეტროსადგურში, სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საშუალებით დააკავა. მოსწავლეებმა თავდამსხმელი ამოიცნეს.
ეჭვმიტანილი გვატემალელია. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობი რჩება.