„ომის პარტიად ჩამოყალიბებით, დემოკრატებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს“ –  The Hill

12
spot_img

ამერიკული პოლიტიკური გამოცემა The Hill ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ნორმან სოლომონის ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, სათაურით,-„ომის პარტიად ჩამოყალიბებით, დემოკრატებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს“.

” ბაიდენის პრეზიდენტობის და კამალა ჰარისის წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის ანალიზის დროს, რამდენიმე ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ „მილიტარიზმი არის პოლიტიკური აუცილებლობა და ასევე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტი“, წერს ჟურნალისტ ნორმან სოლომონი თავის ანალიტიკურ სტატიაში, მისივე აზრით, „ჰარისმა დემოკრატიული ნაციონალური კონვენციის სტანდარტული ნიშა მონიშნა, როდესაც პირობა დადო, რომ შეინარჩუნებდა „მსოფლიოში ყველაზე ძლიერ, ყველაზე მომაკვდინებელ საბრძოლო ძალას“. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პარტიის ეროზია ნაწილობრივ განპირობებულია ამომრჩევლების გაუცხოებით, რომლებსაც არ სურთ ხმა მისცენ, რასაც ისინი ომის პარტიად თვლიან.“ 

ჟურნალისტის აზრით, ეს აღქმა განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებში და განსაკუთრებით, აფროამერიკელებს შორის. ბევრმა პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცე მხარდაჭერას ღაზაში ისრაელის ომისადმი, მორალური კოლაფსი უწოდა.

„ბოლო კვირების მოვლენებმა ვერაფერი შეცვალა, მოწინააღმდეგეების დასამშვიდებლად. ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჯოჯოხეთურმა რელობამ გამოიწვია ის, რომ სენატში დემოკრატების 40%-მა ხმა მისცა სენატორ ბერნი სანდერსის (I-Vt.) პოსტსაარჩევნო რეზოლუციას ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ. მაგრამ ნოემბრის ბოლოს, ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ისრაელისთვის დამატებითი 680 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას. 

უკრაინის ომის პოლიტიკასთან დაკავშირებით, დემოკრატიული კანონმდებლების მხრიდან უთანხმოება იშვიათია. ორი წლის წინ, 30-მა პროგრესულმა დემოკრატმა, პალატის წარმომადგენელმა გაუგზავნა წერილი ბაიდენს, რომელშიც ნათქვამია, რომ „პროაქტიული დიპლომატიური ბიძგი“ შეიძლება სასარგებლო იყოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, მაგრამ მათ სწრაფად გაიწვიეს წერილი უკან მას შემდეგ, რაც მათ ინიციატივას საკუთარი პარტიის ლიდერების გაბრაზებული რეაქცია მოჰყვა. 

რამდენიმე დემოკრატის მხრიდან იყო უსუსური განცხადება, კიევის მთავრობისთვის ღია სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, თუმცა ისინი აკვირდებოდნენ თუ როგორ ხშირად კვეთს ბაიდენის ადმინისტრაცია  საკუთარ წითელ ხაზებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესახებ. მაღალი რანგის დემოკრატების ლექსიკონში, „დიპლომატია“ ბინძური სიტყვაა.

ზოგადად, პრეზიდენტმა დააჩქარა „ომის მატარებელი“ (ზოგჯერ მიესალმება მეტი ომის წარმოებას, როგორც დადებით მოვლენას აშშ-ს ეკონომიკისთვის).

გამოკითხვამ ცხადყო, რომ დემოკრატების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს შეერთებული შტატების მიერ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება. უკრაინასთან დაკავშირებით, ამ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაშინ, როცა დემოკრატების ერთ მეხუთედზე ნაკლებს სურდა უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტა, ნახევარზე მეტი მომხრე იყო დიპლომატიური მოლაპარაკებების, რისი წინააღმდეგი იყო ადმინისტრაცია.

ბაიდენი და მისი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელსაც უყვარს მსოფლიოს უამბოს „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ იმპერატივის შესახებ, რათა შეაჩეროს ტრანსსასაზღვრო აგრესია, ამ წესებს საკუთარი შეხედულების მიხედვით არღვევს. წელს, ახლო აღმოსავლეთში, შეერთებულმა შტატებმა იემენზე, სირიასა და ერაყზე დაბომბვა დაიწყეს. პრეზიდენტის პარტიის ლიდერებს ამის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღიათ.

დემოკრატიული პარტია იმსახურებს ომის პარტიის იმიჯს. იმის შესასწავლად, თუ როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს, საჭიროა გულწრფელი შეფასება იმისა, თუ როგორ მოირგო პარტიამ ეს იმიჯი 21-ე საუკუნეში.

მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა 2009 წელს, მან „ტერორთან ომი“ აშკარად ორპარტიული გახადა. დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მან გაასამაგა აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში, და სამხედროების რაოდენობამ 2010 წელს 100 000-ს მიაღწია -ამან  სწრაფად გაამწვავა ომი, რამაც გამოიწვია სოფლების განადგურება, და ეს მოვლენები მედიის თვალთახედვის მიღმა დარჩა.

ერაყში ომის მცდელობა გრძელდებოდა, თუმცა ნელ-ნელა მცირდებოდა აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობა ადგილზე. იმავდროულად, ობამამ გააძლიერა თვითმფრინავების თავდასხმები იემენში, პაკისტანსა და სომალიში. ობამამ აიძულა აშშ ეხელმძღვანელა ნატოს 7-თვიანი ოპერაციისთვის ლიბიაში, რომელსაც ამ ქვეყნისთვის დამღუპველი შედეგები ჰქონდა.

დღეს ყველაზე ძლევამოსილი დემოკრატები დადებითად არიან განწყობილები დომინანტური მედიის მესიჯების,  მეგადონორთა დღის წესრიგის, პენტაგონის კონტრაქტორების და მათი ლობისტების მიმართ, რომლებიც კაპიტოლიუმის თავში სხედან. სამხედრო ბიუჯეტი 1 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, მოკავშირე ქვეყნებში მრავალმილიარდიანი იარაღის მიწოდებასთან ერთად, სხვადასხვა ზომის კორპორაციები, ომიდან დიდ მოგებას იღებენ. მბრუნავი კარები იარაღის გამყიდველებსა და სახელმწიფო იარაღის მყიდველებს შორის არასოდეს წყვეტს ტრიალს.

თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ამ თანამდებობაზე 2021 წელს მოვიდა Raytheon Technologies-ის (ახლანდელი RTX) გამგეობიდან, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კონტრაქტორი იყო. როგორც New York Times-მა აღნიშნა, ის ასევე იყო „პარტნიორი საინვესტიციო ფირმაში, რომელიც ყიდულობდა მცირე თავდაცვის ფირმებს“. ამ სფეროში როტაცია ხშირად  სხვა მიმართულებითაც ხდება, როდესაც ოფიციალური პირები კონგრესიდან ან „ეროვნული უსაფრთხოების“ პოზიციებიდან მიდიან მომგებიან პოზიციებზე, როგორც ლობისტები ან კორპორაციული საბჭოების წევრები.

ათწლეულების განმავლობაში, კონგრესში დემოკრატების უმეტესობას ეშინოდათ რესპუბლიკელების მხრიდან „რბილი თავდაცვის“ ბრალდებების, ისინი თვლიდნენ, რომ მილიტარისტული პოლიტიკა ჭკვიანი პოლიტიკაა. მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა ასეთი პოლიტიკის მიმართ შემცირდა, ფაქტი, რომელსაც დონალდ ტრამპი ჭკვიანურად იყენებს.

ჰარისის დამარცხების კვალდაკვალ, პარტია ახლა ახლოსაა სიტუაციასთან, როდესაც შეიძლება ლიდერის გარეშე დარჩეს.  როდესაც 1 თებერვალს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი აირჩევს თავის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც შეცვლის ჯეიმს ჰარისონს, არსებობს შესაძლებლობა, დაიწყოს პარტიის ფუნდამენტის შეცვლა ახლით.

სიტუაცია შეიძლება მალე შეიცვალოს და დემოკრატიულმა პარტია გამოვიდეს „ომის კულტურიდან“, მაგრამ ეს მოითხოვს დაპირისპირებას არჩეული დემოკრატების ვარაუდებთან, რომლებიც სინქრონიზებულია იმასთან, რასაც მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი უწოდებს „მილიტარიზმის სიგიჟეს“,- წერს ნორმან სოლომონი.