სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა

20
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.

კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში იმყოფება ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფება და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.