,,მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება”- ვლადიმერ პუტინი

13
spot_img

მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთი სიტუაციის ესკალაციას ცდილობს, რაზეც რუსეთს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს. ის ამძაფრებს სიტუაციას. თუ ასე უნდათ, დაე იყოს ასე. დაე, კიდევ უფრო გააღრმაონ ესკალაცია. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას. ყოველთვის. თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია ისე იცვლება, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ მხოლოდ არა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ”, – აღნიშნა პუტინმა.