საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად – რასა იუკნევიჩიანე

11
spot_img

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, „საქართველოს მეგობრების“ ქსელმა სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით პირველი შეხვედრა გამართა.

„დეპუტატებისა და ექსპერტების კოალიცია ევროპიდან და აშშ-დან გაერთიანდა, რათა დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული ხმის და ევროპული გზის დაბრუნებაში. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ არსებობს სერიოზული რისკი: ოლიგარქების მიერ კონტროლირებადმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა შემოიღოს, დააკავოს და ხალხი ჩაახშოს. საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საჭიროა რამდენიმე ძირითადი ნაბიჯის გადადგმა.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ და ახალ არჩევნებამდე. თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისკენ ბიძგება, ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების დასანქცირება, ვინც დემოკრატიას ანგრევს, სახელმწიფოს ლიდერების ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ბიძგის მისაცემად. ქართველები ფეხზე დგანან, რეჟიმი სუსტია“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.