ილონ მასკი სოციალური ქსელში გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.
„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, – წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.