Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

87
spot_img

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-გან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა. ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა