ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მომიწვევია, თუმცა თუ მას სურს ჩამოსვლა, დავპატიჟებდი -ტრამპი

125
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია, თუმცა ისურვებდა, რომ ის მისულიყო. 

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, მიიწვია თუ არა მან ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართული შეხვედრისას ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია.

„თუ მას სურს ჩამოსვლა, მე ვისურვებდი მის ყოფნას“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.