ყველაფერში მიბაძა და გადააჭარბა სააკაშვილს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, წინასაახალწლოდ შესაძლოა ზურაბიშვილისგან გარკვეული პერფორმანსები ვიხილოთ.
„სააკაშვილის მსგავსად (როგორ კიევში აძვრა სააკაშვილის სახურავზე და ადამიანებს ემალებოდა, რომ არ გამოეყვანათ შენობიდან) შეიძლება აძვრეს სახურავზე, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას და ასეთ უმსგავსობებს გააკეთებს, რადგან ზურაბიშვილისთვის არ არსებობს ღირებული არაფერი, არც ქართული, არც ევროპული და არც ადამიანური. თან 29 დეკემბერია, წინასაახალწლო დღეებია და შეიძლება რაღაც პერფორმანსები ვიხილოთ და საზოგადოება იხალისებს კიდეც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.