საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებლად რუსთაველზე იმყოფებიან. მან ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩვენ ამ ყველაფერს მოვერიდეთ. დიდი მადლობა რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ, არ დავძაბოთ ეს სიტუაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.