პოლიციამ დაიცვა და „დააპატიმრა“ საშობაო ნაძვის ხე, იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლო, რომლადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიციამ დაიცვა და „დააპატიმრა“ საშობაო ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა, რომლადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს“, – წერს ზურაბიშვილი.
საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.
დღესვე, პარლამენტის წინ მთავარი ნაძვის ხე აინთება.
https://x.com/Zourabichvili_S/status/1867847894989955434