ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში-სალომე ზურაბიშვილი

41
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ხნით მივიდა.

ზურაბიშვილს აქციის მონაწილეები შეძახილებით მიესალმნენ.

მოგვიანებით კი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირიდან პრეზიდენტის სასახლისკენ ფეხით გაემართა.

„ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.