რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

11
spot_img

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-16 დღე დასრულდა. გამზირზე “თბილსერვისის” ჯგუფი დასუფთავებით სამუშაოებს დაიწყეს, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობაც აღდგება.

თბილისის მასშტაბით, დღეს აქციები დილიდან დაიწყო. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტი სხვადასხვა წერტილში დააანონსეს, საიდანაც რუსთაველის მიმართულებით მსვლელობები გამართეს.

კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ: IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.