კოსმოსი შეისწავლეთ, პოლიტიკას შეეშვით – ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ კუბილიუსს

12
spot_img

მათი აზრი არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატებები, ასე გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების ნაწილის ვიზიტს საქართველოში, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ შეხვდებიან.

„რეზოლუციას იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ. ის ჯიგარი აგერ კი იცით, ემუქრება გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს. მშვენივრად არის და მეორე ევრორეზოლუციაში, რომ ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი და თურმე ვდევნით. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციის ავტორები ჩამოვიდნენ. მათი აზრი არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატებები. კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი, არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში მახსოვს, მოწოდებებიც მახსოვს. თქვენმა კოლეგებმა მიგიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს, იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ, პოლიტიკას შეეშვით“, – განაცხადა ზარქუამ.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღირებს და მათ არ შეხვდება. ევროდეპუტატის თქმით, სჯერა მხოლოდ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის რომლის თანახმადაც, როგორ თავად ამბობს, საქართველოში არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა. განცხადება ევროდეპუტატმა ოპოზიციასა და სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.