ლუქსემბურგი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია

50
spot_img

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბატელი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ბატელმა აღნიშნული განცხადება ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ ნატო-ს წევრობა კვლავ დაძაბულობის მომტანი იქნება“, – ციტირებს გერმანული გამოცემა ლუქსემბურგის საგარეო უწყების წარმომადგენლის პოზიციას.

მისი აზრით, იმ ქვეყნის წევრობამ, რომელზეც რუსეთმა თავდასხმა განახორციელა, შესაძლოა, შემდგომი კონფლიქტები გამოიწვიოს.

„შპიგელის“ ინფორმაციით, ამის საპირისპიროდ, ქსავიე ბატელმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.