„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამოქალაქო პუტჩი.
„ამ პროცესს პოლიტიკური მდგენელი აღარ აქვს, პოლიტიკური ნაწილისგან დაცლილია. უკვე სამი დღეა მიმდინარეობს პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირება, ამას ჰქვია სამოქალაქო პუტჩი, სადაც სამხედრო ნაწილები არ მონაწილეობენ, მაგრამ მონაწილეობს ნახევრად გასამხედროებული ნაწილი ახალგაზრდები, რომლებიც წლების განმავლობაში დატრენინგებული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომელსაც წლების განმავლობაში უტარებდნენ ტრენინგებსა ბაკურიანსა თუ სხვაგან. მიმდინარეობს ის სცენარი, რა სცენარიც რა სცენარიც გაწერილი იყო არჩევნების წინ“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.