უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს – არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება.
მისი თქმით, უსწრაფესად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით.
„არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად! არავითარი კანონს გავიწვევ და რეფორმას ჩავატარებ!
ახალი არჩევნები უსწრაფესად პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით!“,- წერს გვარამია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს – არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება.
მისი თქმით, უსწრაფესად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით.
„არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად! არავითარი კანონს გავიწვევ და რეფორმას ჩავატარებ!
ახალი არჩევნები უსწრაფესად პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით!“,- წერს გვარამია.
„აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – წერს მილერი.