საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოში „რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ“.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილი აღარ შეიძლება.
„ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით !
დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!
პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.
პ.ს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან“,- აცხადებს პრეზიდენტი.