ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს-ევროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო

23
spot_img

ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრას ლაურელ ლასზლომ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს ჰკითხა, რას ფიქრობს განცხადებებზე, რომელიც ასობით ათასი ხმის გაყალბებაზე ისმის, მაშინ როდესაც თავად აკვირდებოდა არჩევნებს, რაზეც ანდრას ლაურელ ლასზლომ აღნიშნა:

„რამდენიმე უბანზე ვიმყოფებოდი. ვესაუბრებოდი ქართველ ამომრჩევლებს, ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ასევე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. ყველა, გამონაკლისის გარდა, მეუბნებოდა, რომ ისინი ენდობოდნენ არჩევნების კეთილსინდისიერებას, ყველამ მითხრა, რომ ნდობა ჰქონდათ ელექტრონული არჩევნების მიმართ და საარჩევნო პროცესში არავითარი დიდი მასშტაბის პრობლემებს არ ელოდებოდნენ. ეს გახლავთ, რაც დავინახე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ჩემთვის გასაოცარი და საინტერესო იყო, ამის გამო როგორი დაძაბულობა, წნეხი განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ. მესმის, რომ არჩევნებზე ვითარება დაძაბულია, ყველას სურს საკუთარი უკეთესი შედეგები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია გახლავთ ის, რომ მივიღოთ საბოლოო შედეგი. რეალურად, უნდა დაამტკიცო მასობრივი გაყალბება, რადგან განსხვავება ხმებში ისეთი დიდი იყო, მას რეალური, მყარი დადასტურება სჭირდება. ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს. არჩევნების დღეს მოვისმინე, რომ ჩაყარეს ბიულეტენები ერთ უბანზე, იყო ჩხუბები საარჩევნო უბნებს გარეთ, თუმცა ასეთი სიდიდით განსხვავება წარმოუდგენელია“.