28 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.
მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება.
მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;
იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე;
ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.