7 რეგიონში 39 უკრაინული დრონი გავანადგურეთ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

2
spot_img

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 30-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანეიტრალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 – ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამ-სამი – ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, თითო-თითო ორიოლისა და ვორონეჟის ოლქებში, ორი ყირიმში.