ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარკ რუტეს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხები განიხილა.
„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატო-ში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“, – წერს მარკ რუტე.
თურქული მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ანკარაში თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსაც შეხვდა.
ალიანსის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ ეს მარკ რუტეს პირველი ვიზიტია თურქეთში.
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა, მარკ რუტემ ნატოს მე-14 გენერალური მდივნის თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა. მან ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა. თურქეთი ალიანში 1952 წელს გაწევრიანდა.