ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა მარშს.
ოპოზიციონერი ლიდერი მადლობას უხდის მარშის ორგანიზატორ ქალებს.
„ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! ემიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, სამწუხაროდ. ასობით ათას ადამიანს, ახალგაზრდებს, განვითარების რეალურ ძალას, იმ მომავლის ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყანა ევროპაში უნდა წაიყვანოს, იძულებულებს ხდიან გაიქცნენ, თუმცა ივანიშვილის ოცნებას არ უწერია ასრულება!
“ოლიგარქი წავა, ჩვენ ვრჩებით” – დღევანდელი აქციის ძალიან ზუსტი გზავნილი იყო, რომელსაც სრულიად ვეთანხმები.
ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში, მადლობა დღევანდელი აქციის ორგანიზატორ ქალებს!
ერთად ჩვენ შევძლებთ!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.