აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ „რუსული დეზინფორმაციის ხარისხი მოქმედებდეს ხალხზე, თითქოს მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა კონტინენტებიდან სხვა პარტნიორების მოსმენა არ გვსურს, ეს სიცრუეა“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გლობალური სამხრეთი უკრაინისა და ომის დასრულების მხარეს მაშინ იქნება, როდესაც აშშ-ის უფრო ძლიერი პოზიცია ექნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. არის ამის შესაბამისი ნაბიჯები… გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა. მაგრამ არის გაერო-ს ქარტია და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს ქარტიას ეყრდნობა, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.