,, აუცილებელია, რომ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად და არ იდევნებოდეს”- თინა ბოკუჩავა

6
spot_img

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განაცხადი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სახით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასტური, რომ, ქართველ ხალხთან, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, ნამდვილად ყველა ღონით, მის ხელთ არსებულ ყველა ძალით იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად და არ იდევნებოდეს.

„„ვარდების რევოლუცია“ იყო უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, დაიბრუნა განვითარების პერსპექტივა, როდესაც მომავალმა აჯობა საბჭოთა წარსულს და დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, როდესაც ვერთიანდებით. ეს არის ის დღე, რომელმაც ახლა უნდა მოგვცეს რწმენა, რომ ჩვენ კვლავ შეგვიძლია, ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ამისთვის აუცილებელია, პრეზიდენტი სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემქმნელი, ქართველ ხალხთან ერთად იყოს თავისუფლებაზე და არ იდევნებოდეს სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის, მიღწევების გამო, რომელმაც საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოდან აქცია თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ, გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროპისკენ. ამიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ერთმანეთს და საქართველოს მოქალაქეებს მივულოცოთ გიორგობა, „ვარდების რევოლუციის“ 21-ე წლისთავი და კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტ ზურაბიშვილის განაცხადი სააკაშვილის შეწყალების სახით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასტური, რომ ის, ქართველ ხალხთან ერთად, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, ნამდვილად ყველა ღონით, მის ხელთ არსებულ ყველა ძალით იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.