გერმანიაში 56 წლის ქართველ ქალს პატიმრობა მიესაჯა

3
spot_img

56 წლის ქართველმა ქალმა, რომელიც გერმანიაში ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო, ნიურნბერგის სასამართლოში აღიარა, რომ თავისი ბიზნესსაქმიანობა გერმანიაში ქართველების არალეგალური გზით შეყვანისთვის გამოიყენა. სასამართლომ მას 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შექმნა “სრული პაკეტის” ტიპის სერვისი, რომელიც მოიცავდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, ფრენების ორგანიზებას და სამუშაო ადგილების მოძიებას. თითოეული ადამიანისთვის ამ “სერვისის” საფასური 150-200 ევროს შეადგენდა.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ქალი – ნიურნბერგის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც არალეგალების დასაქმებაში მიიღო მონაწილეობა. მას 15 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.