შსს-მ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

105
spot_img

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 1997 წელს დაბადებული მამაკაცი.

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სროლა ერთ-ერთ კაფეში იყო.

ადგილზე მყოფების განცხადებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილია ერთი პირი.