ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს – სალომე ზურაბიშვილი

23
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის X-ზე 19 ნოემბრის აქციის მონაწილეების დარბევისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს.

“ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ [მიმდინარეობს] სადამსჯელო ღონისძიებები: პოლიციის მიერ ცემა, დაკავება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მუქარა.

ამ გოგონას ბრალად ედება ხუთ პოლიციელზე თავდასხმა!!!” – წერს ზურაბიშვილი თავის X-ზე და აქვეყნებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას სურათს. ლიზი თირქიამ რამდენიმე საათით ადრე თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაურეკეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და უთხრეს, რომ აქციაზე 5 პოლიციელს დაესხა თავს, გაიქცა და იმალება.

2003 წელს დაბადებული მათე დევიძე სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.