დასავლეთში ლიბერალური პროგრესული დომინირების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა

17
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთში ლიბერალური პროგრესული დომინირების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.

„იდეა, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს ორგანიზებული მხოლოდ დასავლურ მოდელებზე დაყრდნობით, სადაც ქვეყნები ამ ჩარჩოებს მიიღებენ ფინანსური და ეკონომიკური უპირატესობების სანაცვლოდ, ჩაფლავდა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ეპოქა ევრაზიული საუკუნე იქნება.

„უნგრეთმა ევროპული სტრატეგიებისაგან დამოუკიდებლად ამ ჩარჩოში უნდა განსაზღვროს თავისი როლი. ჩვენ ვართ ევრაზიული იდეის განსახიერება – ერი აზიიდან, რომელსაც ფესვები აქვს ევროპაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთმა უნდა დასახოს საკუთარი გზა ევრაზიაში ევროპულ სტრატეგიაზე დაყრდნობის გარეშე.