ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიასთან ბრძოლისთვის იქნებიან მზად, თუ ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში შეიჭრება-ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე

70
spot_img

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან რუსეთის არმიასთან საბრძოლველად, თუ ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში  შეიჭრება, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, რობ მაგოვანმა განაცხადა.

თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა რობ მაგოვანს ჰკითხეს, ბრიტანეთის რამდენი ბრიგადა შეძლებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიღწევას რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის შემთხვევაში.

„თუ ბრიტანულ არმიას დღეს სთხოვენ ბრძოლას, ის დღეს იბრძოლებს. ოთახში არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია ბრიტანული ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით, რომ რუსები ამაღამ აღმოსავლეთ ევროპაში თუ შეიჭრებიან, ჩვენ მათ ამ ბრძოლაში შევხვდებით“, – განაცხადა რობ მაგოვანმა.