ბევრი ვიმსჯელეთ აქციებზე, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი – ზურა ჯაფარიძე

8
spot_img

აქციებთან დაკავშირებით რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით, კონსულტაციები გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამი ოპოზიციური კოალიცია კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს.

„ვიმსჯელეთ იმ პრინციპული საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით. კონსულტაციები დღეს ღამეც, ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.