სულხან მოლაშვილი დღეს 55 წლის გახდებოდა

4
spot_img

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი, სულხან მოლაშვილი 55 წლის გახდებოდა.

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2004 წლის აპრილში დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში 2016 წელს გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ.